კულტურა

ყველაზე უცნაური სამსახურები მსოფლიოს მასშტაბით

ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც თქვენთვის სახალისო, საინტერესო და, ამავდროულად, კარგად ანაზღაურებადია, საკმაოდ რთულია. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ისეთ სამსახურებში მუშაობს, რომლებსაც ვერ იტანენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან.

“არტნიუსი” გთავაზობთ 8 ყველაზე უცნაურ სამსახურს.

სააღდგომო კვერცხის პროფესიონალი მმალველი

Craigslist-ზე გამოქვეყნებული განცხადების ავტორი ეძებდა ვინმეს, ვინც შეიპარებოდა მის სახლში და დამალავდა სააღდგომო კვერცხებს, რომლებიც ტკბილეულით იყო სავსე. ეს პროცესი მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც სახლის პატრონი შინ არ იქნებოდა.

დროებითი მიმტანი მაკდონალდსში

ალბათ, ყველას გაგიკვირდათ, მაგრამ ამ განცხადების ავტორს სჭირდებოდა ვინმე, ვინც 2 საათით მიმტანის როლს შეასრულებდა მაკდონალდსის ადგილობრივ ფილიალში. ავტორს თავის მეუღლესთან ერთად სურდა კომფორტულად ევახშმა სწრაფი კვების ობიექტში.

განცხადება

ადამიანი საფრთხობელა

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, 22 წლის ჯეიმი ფოქსი საფრთხობელად მუშაობს. ალბათ, ფიქრობთ, რომ საშინელი სამსახურია, იჯდე შუაგულ ნაკვეთში უსაქმურად და დღეში რამდენჯერმე დააფრთხო ცხოველები და ფრინველები, მაგრამ იგი კვირაში 250 ფუნტ სტერლინგს (დაახ. $300) გამოიმუშავებს.

გამოცდილი წყლის სასრიალოს ექსპერტი

აკვაპარკის მოყვარულებისთვის, ალბათ, საოცნებო სამსახურია. 2013 წელს დიდ ბრიტანეთში კურორტების მშენებელი ერთ-ერთი კომპანია ეძებდა გამოცდილ წყლის სასრიალოების ექსპერტს, რომელიც შეაფასებდა მათ სასრიალოებს.

განცხადება

წვერის მენტორი, რომელიც სახის თმას განავითარებდა

იმის გამო, რომ წვერ-ულვაშის ტარება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, 2010 წელს, აშშ-ში გადაწყვიტეს მისი სხვა დონეზე განვითარება და ამისთვის მათ წვერის მენტორი დაიქირავეს.

განცხადება

მესიჯების პერსონალური მწერალი

განცხადების ავტორი წერს: “საათში 40-50 შეტყობინებას ვიღებ და არ შემიძლია გავუმკლავდე ამას და სამსახურის დატვირთვას ერთად…”

სამსახური მხოლოდ თეთრებისთვის

განცხადების ორიგინალი ვერსია გამოქვეყნებიდან 20 დღეში წაიშალა. განცხადებაში მოთხოვნილი პირობების (კანის ფერის) დაკმატოფილების შემთხვევაში კანდიდატი გამოცდილი დიზაინერის თანამდებობაზე ინიშნებოდა, სადაც მისი მოჭრილი ხელფასი წელიწადში $31 200 იქნებოდა.

ძაღლის ყველაზე კვალიფიციური ასისტენტი

წყვილს აღარ რჩებოდა დრო ბევრი რაღაცისთვის, ამიტომაც მათ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი ეძებდნენ ადამიანს, რომელიც არ იქნებოდა ზარმაცი, ექნებოდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ეყვარებოდა ძაღლები, რათა მოევლო მათი ძაღლისთვის.

კომენტარები

კომენტარი