საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 გაიხსნა

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ალთერ ვიჟენჯგუფის ორგანიზებით, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში, გუშინ TBILISI OPEN AIR 2018 გაიხსნა, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება: Tom Odell, Rosin Murphy, SEVDALIZA, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო მიშო ურუშაძესთან ერთად დასხვები.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხგანსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE), კიდევ უფრომრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავსახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს.

თბილისის მერია ფესტივალზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას მუნიციპალური ავტობუსებით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით, „ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ.    

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდიყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიცპირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდანწლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება,როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურულიმოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5000-მდე ტურისტი.ფესტივალის გამო ქვეყანაში ურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი თბილისის მერია, მეგობარი კომპანია – TBC ბანკი,

ხოლო სპონსორები: „აისი”, Check in Georgia, მასტერქარდი, LTFR, სტარტაპ მარკეტი, ლიკანი.

TBILISI OPEN AIR-ის მედია პარტნიორები არიან რუსთავი2, იბერია, არტარეა, მაი ვიდეო, BM.GE, რადიო ენერჯი, ავტორადიო, რადიო შოკოლადი, On.ge, ინდიგო, marketer.ge, NETGAZETI.GE, LIBERALI.GE, TABULA.GE, AT.GE, ADJARANET.GE.

კომენტარები

კომენტარი