კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელ და ახალგაზრდული გუნდის  კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერიის #1 ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება პროექტ  “თბილისის ცის ქვეშფარგლებში  ჩატარდა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მიღება  ყველა მუსიკოს სშეუძლია. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან მათ მაქსიმალური მხარდაჭერაექნებათ.

თბილისის ცის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელსდავიწყეთ.

გვინდა, ზაფხულის თვეებში დედაქალაქში სიცოცხლე იგრძნობოდეს. ყოველი კვირის უქმეებზე ქალაქში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები და თბილისელებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ კონცერტები, ნახონ სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა.

დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე  მერიის დაქვემდებარებაში არსებული ბიჭუნათა კაპელსა  და ახალგაზრდული გუნდის კონცერტი გაიმართა და ვფიქრობ, მართლაც სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ეს პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რა თქმა უნდაყველა მუსიკოსი იქნება ჩართული.  ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. ჩვენი მხრიდან იქნებამა ქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, პროექტითბილისის ცის ქვეშუკვე ერთი თვეა წარმატებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ბაღში, სკვერებში,  ქუჩებში, პარკებში,  სხვადასხვაღონისძიებები იმართება. ხვალ და ზეგ ასევე ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს: ღია კინოთეატრი, Tbilisi Open Air, ასევე, გორის ქალთა გუნდი გამართავს საოცარ კონცერტს 9 აპრილის ბაღში. კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძება გელოდებათ და ყველას შეგიძლიათ, შემოგვიერთდ თბილსის ცის ქვეშ“, განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ახალი პლატფორმისთბილისის ცის ქვეშფარგლებში დედაქალაქში იმართება კონცერტები, საგანმანათლებლო ლექციები, გამოფენები. ეწყობა თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალები.

ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა დაშემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი