კინო ლიტერატურა

ინტერვიუ მარი ბექაურთან – “მინდა, დიზი გილესპივით შემეძლოს ლოყების გაბერვა”

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სადაც საინტერესო ადამიანები მარსელ პრუსტის კითხვარს ავსებენ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ქართველ მწერალ და სცენარისტ მარი ბექაურთან.

– რა არის თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება?

სამართლიანობა.

–ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მამაკაცში?

გულწრფელობა.

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ქალში?

გულწრფელობა.

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მეგობარში?

გულწრფელობა.

– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად?

ფეთქებად ხასიათს.

– რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

წერა, მოგზაურობა.

– ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ?

მინდა, დიზი გილესპივით შემეძლოს ლოყების გაბერვა.

– რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

უკულტურობას და სიყალბეს.

– ის, რასაც ადვილად პატიობთ?

კოღოს მოკვლას.

– რისი პატიება არ შეგიძლიათ?

ღირსების შელახვის.

– რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?

წერის, სიყვარულის.

– ვის გარეშე ვერ წამოგიდგენიათ სიცოცხლე?

ჩემი ოჯახის წევრების.

– რას მიიჩნევთ თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად?

თავისუფალ აზროვნებას და დამოუკიდებლობას

– საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, სად დაიბადებოდი?

ოციანი წლების ამერიკაში, სადაც გაჩნდა ყველაზე უბრალო და თავისუფალი ადამიანების მუსიკა.

– როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას?

ბედნიერება მომენტებია, ძირითადად – სიყვარულის და თავისუფლების.

– რას მიიჩნევთ უბედურებად?

ახლობელი ადამიანების სიკვდილს.

– თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?

მათემატიკისთვის თავის დანებება.

– რა გინდათ, რომ დიდი ხნის შემდეგ თქვან თქვენზე?

არ ვიცი.

– რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ეკატერინე მეორე.

– ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

მოლოი.

– ვინ არის თქვენი გმირი რეალურ ცხოვრებაში?

დედაჩემი.

– თქვენი საყვარელი მწერალი?

ხულიო კორტასარი.

– საყვარელი მხატვარი?

ჯოტო.

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

მწვანე.

– წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდით?

მარტოობის ასი წელი.

– სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ?

Everything Gonna Be Alright, ოღონდ ბიგ მამა თორნტონის ვერსია.

– ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ?

თაგვის დანახვაზე შემიძლია წამის მეასედში ავიდე ჭერზე.

– რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

მონობის გაუქმება.

– ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ?

ჩემს კორპუსთან რომ ვდგავარ, სულ მგონია, რომ თავში რაღაც დამეცემა.

– რითი ხართ დაჯილდოებული?

პოკერში სასწაულად ვბლეფაობ.

– რომ არა თქვენ, ვინ იქნებოდით?

ალექსანდრე მაკედონელი.

– როგორ სიკვდილს ისურვებდით?

არ ვიცი. მთავარია, კორპუსთან დგომისას არ დამეცეს რამე თავში.

– გჯერათ, რომ…

ჩემი ქმარი მაინც დამთანხმდება, ბავშვს ალექსანდრე მაკედონელი დავარქვათ.

– თქვენი დევიზი?

არასდროს მოვექცე სხვას ისე, როგორც არ მინდა, რომ მომექცნენ.

 

კომენტარები

კომენტარი