საშემსრულებლო ხელოვნება

The Tiger Lillies მარჯანიშვილის თეატრში – “ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე”

20 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრი თეატრალური მუსიკის ტრიოს – The Tiger Lillies – უმასპინძლებს. “ედგარ ალან პოს – მოჯადოებული სასახლე” – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელსაც ჯგუფი გამართავს – მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა – ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.

The Tiger Lillies სრულიად უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია.  მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს გასაოცარი ნაზავია. ჯგუფი მხოლოდ ბასისგან, აკორდეონისგან და დასარტყმელი ინსტრუმენტისგან შედგება. მთავარი ელემენტი კი მარტინ ჟაკის ხმაა – მძლავრი, ზოგჯერ გამყივანი, ხშირად კი გულისმომკვლელად სევდიანი ფალცეტი, რომელსაც მუსიკოსმა კონტრტენორის კლასიკური ტექნიკის დაუფლების შემდეგ „მიაგნო“.

შავი იუმორის ამ დიდოსტატების მუსიკალურ წამორდგენებში ,,გრძნობათა შეურაცხყოფას“ უსაზღვრო სინაზით აღფრთოვანება მოსდევს. მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი – ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია.

პერფორმანსი უანტრაქტოდ 90 წუთს გაგრძელდება.
ბილეთები ფასი პარტერში 60-70 ლარი, აივანზე კი 25-35 ლარი იქნება.

The Tiger Lillies – მოჯადოებული სასახლე, ედგარ ალან პო

კომენტარები

კომენტარი