შემოქმედებითი ინდუსტრიები

“აიისა” აკრძალული დიზაინით პრეზერვატივებს მაინც გაყიდის

ქართული პრეზერვატივების ბრენდი “აიისა” სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას, ანუ პროდუქტის “ცენზურას”, როგორც ბრალდებული მხარე უწოდებს, საზოგადოებრივი გამოხატვის თავისუფლებას უპირისპირებს და პროტესტს გამოხატავს დავის წარმომქმნელი კანონის დაცვით. კერძოდ, დღეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თანადროულად კომპანიამ ახალი პლატფორმის – “გაბანტე” – პრეზენტაცია გამართა. პროტესტის სახე სწორედ ეს პლატფორმა გახდება, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს შეუკვეთოს პრეზერვატივი საკუთარი დიზაინით, მათ შორის, იმ შეფუთვებით, რომელთა გავრცელებაც სასამართლომ აკრძალა.

“შეიქმნა პლატფორმა #გაბანტე სადაც შეგიძლია ნებისმიერი დიზაინის და წარწერის გამოყენებით შეუკვეთო დიზაინი და გააზიარო ლინკი ნებისმიერ ადგილას, საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. #გაბანტე -ს პრეზენტაცია განზრაზ დავამთხვიეთ სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის მიღებულ გადაწყვეტილებას აიისას ‘2 თითის საქმეში’ გამტყუნების შესახებ და ცენზურის ამ ნათელ მაგალითს შეუზღუდავ საზოგადოებრივ გამოხატვის თავისუფლებას ვუპირისპირებთ. იმ სანქციებს რაც დაგვეკისრა (500 ლარის გადახდა და დიზაინების – ‘ძლევაი საკვირველი,’ სამეფო კარი თამარში,’ ‘2 თითი,’ ‘პანდა,’ გაყიდვიდან ამოღება) მხოლოდ ნაწილობრივ ვაკმაყოფილებთ რადგან #გაბანტე -ს პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ზემოთხსენებული დიზაინების შეკვეთაც დავის წარმომქმნელი კანონის დაცვით. სანქციის ფინანსური ნაწილის გადახდაში დახმარების სურვილი შეგიძლიათ გამოხატოთ პლატფორმა #გაბანტე -ს ფარგლებში პროდუქტის შეკვეთით” – წერს აიისა • aiisa

შეგახსენებთ, აიისა • aiisa-ს საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თავართქილაძის გადაწყვეტილება და 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ანანია გაჩეჩილაძე, ასევე, აუკრძალა შესაბამისი დიზაინით პრეზერვატივების წარმოება, რეალიზება და მათი რეკლამირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნით,პრეზერვატივიების ქართული ბრენდი “აიისა” მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს, – ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება 4 მაისს მიიღო.

“აიისა” პრეზერვატივების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2017 წლის მაისში გამოჩნდა. ამ წამოწყების იდეის ავტორი და დამფუძნებელი ახალგაზრდა გოგონა, ანანია გაჩეჩილაძეა. მისი პროდუქტი სარკაზმით გამოირჩევა.

Image may contain: text

“ბან გან დონ” – აკრძალე პრეზერვატივი

კომენტარები

კომენტარი