არტ მენეჯმენტი სტილი, დიზაინი

ლევან მურუსიძემ “აიისა”-ს საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

აიისა • aiisa-ს საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თავართქილაძის გადაწყვეტილება და 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ანანია გაჩეჩილაძე, ასევე, აუკრძალა შესაბამისი დიზაინით პრეზერვატივების წარმოება, რეალიზება და მათი რეკლამირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნით,პრეზერვატივიების ქართული ბრენდი “აიისა” მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს, – ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება 4 მაისს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “აიისა” პრეზერვატივების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2017 წლის მაისში გამოჩნდა. ამ წამოწყების იდეის ავტორი და დამფუძნებელი ახალგაზრდა გოგონა, ანანია გაჩეჩილაძეა. მისი პროდუქტი სარკაზმით გამოირჩევა.

პრეზერვატივზე გამოსახული წმინდანები და რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები, ვეფხისტყაოსნის ციტატები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართლის დედის სიმბოლოები საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი