საშემსრულებლო ხელოვნება

ამერიკელი რეპერი Jimmy Wopo საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

რეპერი ჯიმი უოპო გუშინ, 18 ივნისს ორმაგი სროლისას გარდაიცვალა. იგი პიტსბურგში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ინფორმაცია მისმა მენეჯერმა, ტეილორ მეგლინმა დაადასტურა. მან თავის ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო.

“დღეს მე დავკარგე ჩემი ძმა და ეს არის ყველაზე საშინელი გრძნობა მთელს მსოფლიოში. ის იყო საუკეთესო და მას თავისი წრისთვის,  მეგობრებისა ოჯახისთვის უნდოდა საუკეთესო. ჩვენ დავკარგეთ დიდი ადამიანი, მაგრამ მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რასაც შევძლებ, მისი ხსოვნისთვის. მიყვარხარ ძმაო” – ვკითხულობთ ტეილორის პოსტში.

შეგახსენებთ, ამერიკაში დღეს კიდევ ერთი რეპერი გარდაიცვალა. 20 წლის რეპერი XXXTentacion მაიამიში დაჭრეს.

როგორც ცნობილია, იგი მოტოციკლეტების მაღაზიაში იმყოფებოდა და აქედან გამოსული,  როდესაც მანქანაში ჩაჯდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა.

რეპერმა საავადმყოფომდე მიაღწია, თუმცა იგი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი