საშემსრულებლო ხელოვნება

როგორ ეხმარება მუსიკა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს? (კვლევა)

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ცოდნა ტვინის მექანიზმის შესახებ საგრძნობლად გაფართოვდა. ამ ყველაფერმა ინჟინრებს საშუალება მისცა შეექმნათ უკეთესი დიაგნოსტიკის ხელსაწყოები, რაც კიდევ უფრო ასწრაფებს ამ სფეროს განვითარებას.

მიუხედავად დიდი განვითარებისა, სამწუხაროდ, 36-დან ყოველ ერთ ბავშვს აუტიზმი აქვს. მედიცინის თანამედროვე საშუალებებს კი ზოგ შემთხვევაში ამ დაავადების განვითარების შეჩერება შეუძლია, მაგრამ განკურნება ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ასევე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს ხშირად გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებიც აქვს.

Cochrane-ის თანამშრომლობამ დაამტკიცა, რომ მუსიკის თერაპიამ შესაძლოა ბავშვებს აუტიზმის მიერ ტვინში დაკარგული ფუნქციების ხელახლა შეძენაში ხელი შეუწყოს. ესენია: სოციალური ურთიერთობები, სიტყვიერი კომუნიკაცია, საქციელის ინიცირება და სოციალურ-ემოციური ურთიერთმომგებიანობა. ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ტვინის კავშირების შეცვლა აუტიზმის ნიშანია. აუტიზმის მქონე პაციენტები ხშირად ელემენტარული სტიმულაციების მიმართ ყურადღების ნაკლებობას განიცდიან, ასევე გარდა ამ მარტივი სტიმულის წარმატებული სენსორული ინტეგრაციის გაუარესებისა, არსებობს უფრო კომპლექსური გესტატალური შემეცნებითი წარმომადგენლობაც.

მუსიკას აქვს აშკარა პოტენციალი როგორც ტვინის სტრუქტურის, ასევე ცელებრალური ფენების კონკრეტულ უბნებს შორის ფუნქციონალური კავშირების შეცვლის, რომელიც ხელს უწყობს კორტიკალურ და სუბკორტიკულ დომენებზე უფრო მრავალმხრივ ინტეგრაციას ადრეული განვითარების ეტაპებში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აუტიზმით დაავადებულები ჯანმრთელ ადამიანებზე უკეთ უმკლავდებიან ისეთ დავალებებს, რომლებიც ყურადღების გამახვილებას ან ერთი სენსორული სტიმულის “მიმართვას” კონკრეტულ საკითხზე ითხოვენ. მაგალითად, “სრულყოფილი სიმაღლე” არის აუდიტორიის ფენომენი, რომელიც აძლევს ინდივიდს საშუალებას გაიმეოროს სახელი, ან მარტივი ტონი სხვების ჩარევის გარეშე.

თუმცა, როდესაც ეს სათითაო “სიმაღლეები” აიკინძება ერთ მელოდიად, აუტისტი ადამიანები მუსიკის პრეპარაციისა და რითმის გრძნობის დაბალ დონეს ამჟღავნებენ. რიტმის ინფორმირება უფრო კომპლექსური აუდიტორიული აღქმის უნარია და აუცილებელია ნორმალური სიტყვის პროდოდის დისკრიმინაციისთვის.

მუსიკა სარკის ნეირონული სისტემის გააქტიურებით შესაძლოა აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს საზოგადოებასთან კონტაქტსა და ემოციების აღქმას უვითარებდეს. 2009 წლის კვლევაში, რომელიც მუსიკაზე დაფუძნებულ თერაპიას იყენებს, წერია, რომ აუტიზმით დაავადებულ იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ ლაპარაკობდნენ, სასმენი მამოძრავებელი კარტირების მომზადების შემდეგ ლაპარაკის შესაძლებლობა მიეცათ

თავის ტვინის ნეირომოდულატორული ეფექტის მიღმა, მუსიკას შეიძლება ჰქონდეს კიდევ უფრო ემოციური ნეიროპლაზიური ეფექტებიც. მუსიკა არა მხოლოდ ტვინის გააქტიურებას იწვევს გარკვეული ნიმუშებში, არამედ, საბოლოო ჯამში, გარკვეულ კორტიკურ ზონებში ფიზიკური სტრუქტურასა და ფუნქციურ აქტივობასაც ცვლის. ეს ყველა პიროვნებაში გამოვლინდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუსიკის გამოყენება არა მხოლოდ ნეიროფიზიოლოგიური დარღვევების ნორმალიზების მიზნით, არამედ სხვაგვარად ჯანსაღი ტვინების პროპაგანდისტული კორტიკალური ცვლილებების გავრცელებაშიც შეიძლება.

მუსიკა კაცობრიობის დასაწყისიდან ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ მისი როლი ხელოვნებას გასცდა. უილიამ შექსპირის თქმით, მუსიკა სიყვარულის საკვებია, ჩვენ კი იმის საბუთი გვაქვს, რომ ის შესაძლოა მედიცინისა და ჩვენი ტვინების საკვებიც იყოს.

კომენტარები

კომენტარი