არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება

“სტრიტ არტზე” ჯარიმა 1000 ლარი იქნება

სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება შენობების ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებსა და  ხე-ნარგავებზე მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის გარეშე კანონდარღვევად მიიჩნევა და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას.

კედლის მხატვრობაზე, ანუ ე.წ. “სტრიტ არტზე” ადმინისტრაციული ჯარიმა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამჯერად მისი ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ხელოვნების ეს განშტოება ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. თბილისის ახალი მერის, კახი კალაძის ინიციატივით ქალაქის ბევრი უსახური ადგილი უკვე მოიხატა. მისი თქმით, ეს პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კედლის მხატვრობა დიდ წვლილს შეიტანს ქალაქის იერსახის შექმნაში.

ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის გაზრდას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები განსხვავებულად აღიქვამენ, ზოგიერთ მათგანს მოსწონს ეს ცვლილება, ზოგი კი თვლის, რომ ეს მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი ბერკეტია ხელოვნების კონტროლისთვის.

“ქუჩაში კედელზე ხატვაზე ჯარიმა 1000 ლარი გამხდარა.
მერიამ გახსნა “სტრიტ არტის დეპარტამენტი” და მხოლოდ ჩინოვნიკების კურთხევით ხატეთ აწიო” – წერს ნატა ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი