ვიდეოები კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რეჟისორი დათა თავაძე: “გორში სპექტაკლის მაყურებლის რეაქცია პოზიტიურია”

“შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” თანახმად, გორში გამართულ საერთაშორისო კომედიურ თეატრალურ ფესტივალს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. დასკვნით ღონისძიებაზე სამეფო უბნის თეატრის დასის მიერ წარდგენილი ,,დემონები“ გაკიცხვის საგანი გახდა. დარბაზი ათეულობით ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენებები გახდა. უკმაყოფილოთა რიგებში, აგრეთვე, გორის მერი კოტე თავზარაშვილი და მისი მოადგილე ეკა სუხიშვილიც გახლდათ. სუხიშვილმა დარბაზი ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა, გორის მერი კი სპექტაკლს ბოლომდე დაესწერო და განაცხადა, რომ ეთანხმებაგორის კულტურულ საზოგადოებას.

მომხდარის შესახებ რეჟისორმა ნიკა თავაძემაც გააკეთაა კომენტარი, რომლის აზრითაც გორში სპექტაკლს პოზიტიურად შეხვდნენ და ამის დასტურად ვიდეომასალაც გამოაქვეყნა:

“ჯერ მეფარებოდნენ და მერე ფოკუსი ძლივს გავასწორე და მალევე დავნებდი [ცოტა ოთხთვალაც ვარ, არ დაგავიწყდეთ], თუმცა მგონი მაინც ნათელია ამ ვიდეოში, რამდენად პოზიტიურია მაყურებლის რეაქცია გორში გამართულ სპექტაკლზე “დემონები” [რეჟისორი: მიშა ჩარკვიანი]
დიდი მადლობა მათ ამისთვის! ყოველთვის გვიხარია გორის თეატრის მაყურებელთან შეხვედრა! და ვიცი – მათაც! კომედიის ფესტივალი – Comedy Fest
მეორე მხრივ, საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლამის ნახევარმა დარბაზმა დატოვა სპექტაკლი, რაც არ არის სიმართლე და რომც იყოს ეს არ იქნებოდა საგანგაშო. საგანგაშოა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების პოზიცია და მათი კომენტარები, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს აზრს.”

 

კომენტარები

კომენტარი