საშემსრულებლო ხელოვნება

Beyonce-სა და Jay-Z-ის ახალი ალბომი

Byonce-მ და Jay-Z-მ ახალი, ერთბლივი ალბომი გამოუშვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალბომი დაანონსების გარეშე გამოვიდა. ამის შესახებ კი CNN და NME წერენ.

ალბომს Everything is Love (ყველაფერი სიყვარულია) ჰქვია.

ალბომიდან ორი სიმღერა განსაკუთრებით თვალში საცემია. ესენია Apeshit და Boss.

Apeshit-ის კლიპი მაისში, ლუვრში არის გადაღებული, ხოლო სიმღერის Boss ბოლოში მათი 6 წლის შვილი ჩნდება.

ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ რამდენიმე თვეა ხალხი წყვილის განქორწინებაზე საუბრობს. ამ ჭორების შემდეგ კი მათ, 7 ივნისს საერთო ტურნე, On the Run დაიწყეს.

მედიის შეფასებით Everything is Love წყვილის ოჯახური ალბომია.

კომენტარები

კომენტარი