ვიდეოები კულტურა

HaHa მოძრაობის ახალი ადრესატი – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ფეისბუქზე გამოჩნდა ფოტოები  რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატიდან, რომელზეც ის მეორე თვითგამოცხადებულ პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან, ვლადიმერ პუტინთან და სხვა ლიდერებთან ერთად გახლდათ. ამაზე ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად ნაცადი ხერხით, ფეისბუქ Haha რეაქციებით უპასუხა პრეზიდენტს.

Haha  ომი თავდაპირველად აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის, დაურ კოვეს წინააღმდეგ დაიწყო. კოვემ ფეისბუქზე სირიის მიერ, აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება აღნიშნა. ეს რეაქციები, რომლებიც უკვე პროტესტის სიმბოლოდ იქცა ქართულ საზოგადოებაში, ყველა სხვას აღემატებოდა, რის გამოც მინისტრის გვერდიდან პოსტი წაშალეს.

შემდეგ იყო რეაქციები გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე, რომელმაც თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით პოსტის სახით კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ Haha რეაქციების გამოჩენიდან რამდენიმე წუთში დაიწყო “მოწონებების” ზრდაც, რაზეც მალევე გაირკვა, რომ კარგად ნაცადი ხრიკი იყო, სამინისტრო ცდილობდა კამპანია ფეისბუქ ბოტების საშუალებით გადაეფარა.

სოციალურ ქსელში მოვლენების თანადროულად გამოჩნდა ჯგუფი ჰაჰა/haha, რომელიც ამ მოვლენების ეპიცენტრში პირველივე დღიდან მოექცა. მათი პირველი და გავრცელებული ნამუშევარი სწორედ პრემიერ მინისტრისა და ფეიბუქ ბოტების თემაზეა შექმნილი.

ამის შემდეგ, რეაქციები თეა წულუკიანის პოსტზე გაჩნდა, რომელშიც იგი აწ უკვე ყოფილ პროკურორს მადლობას უხდიდა. მალევე haha რეაქციებით საზოგადოების ნაწილი მის გადადგომასაც ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი