არტ მენეჯმენტი

GEM FEST-ის პეტიცია ფესტივალის ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩასატარებლად

GEM FEST-ის ორგანიზატორებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც ითხოვენ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიას, რომელზეც ფესტივალი წინა წლებში იმართებოდა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გიორგი სიგუამ, ფესტივალის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ “ჯემ ფესტი” 2018 წელს ისევ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდებოდა. მოგვიანებით მის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ დამფუძნებლის ნათქვამში ფაქტობრივი შეცდომა იყო, რადგან, სინამდვილეში, ქონების სააგენტოს ფესტივალისთვის ზემოთხსენებული ტერიტორია არ გადაუცია.

2 თვის შემდეგ “ჯემ ფესტის” ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ შეიტანა განაცხადი ქონების სააგენტოს სახელზე, ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა როგორც ორგანიზატორები შემდგომში აღნიშნავენ, მათი განცხადება არც გადაუხედავს სააგენტოს, რადგან, ამ უკანასკნელთა განცხადებით, აღნიშნულ ადგილას უკვე სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა იყო დაწყებული. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სახელმწიფომ ანაკლია-განმუხურის ზემოთხსენებული ტერიტორია სხვა ფესტივალს ANAKLIA ECHO WAVE-ს გადასცა, რომელიც, ამავდროულად, 4,2 მილიონით დააფინანსა CheckInGeorgia-ს ფარგლებში. თუმცა ეს უკანასკნელი GEM FEST-ის დაგეგმილი ღონისძიების შემდეგ, ორი კვირით გვიან იწყება. ამიტომ ფესტივალის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პეტიციის შექმნა და ტერიტორიის კიდევ ერთხელ მოთხოვნა, რადგან თვლიან, რომ “ჯემ ფესტი” და მისი კოლეგა ფესტივალი ერთმანეთის  საქმიანობის დაგეგმილად წარმართვაზე გავლენას არ იქონიებენ.

გთავაზობთ პეტიციის აღწერის იმ ნაწილს, რომელშიც მკაფიოდ ჩანს GEM FEST-ის ორგანიზატორების მოთხოვნები:

“2017 წელს იდეა, რომ ფესტივალი გინესის რეკორდების წიგნში შთამბეჭდავი ლაინაფითა (500 არტისტი 8 სცენაზე) და ხანგრძლივობით (32 დღე) შესულიყო, შემქმნელებისთვის ფინანსური წარუმატებლობით დასრულდა, რადგან 32 დღიანი ფესტივალის ჩატარებას 17 მილიონი ლარი დასჭირდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი მხოლოდ 4 მლნ ლარი გამოიყო. ფესტივალის ორგანიზატორებს ანაკლიის მოსახლეობისა და ფესტივალზე პირდაპირ და ირიბად დასაქმებულთა წინაშე ფინანსური ვალდებულება (ჯამში  1 მლნ ლარზე მეტი) შეუსრულებელი დარჩათ და სწორედ წელს, ”GEM Fest 2018”-მა, რომელიც 4 დღე გაგრძელდება, ეს ვალდებულებები სრულად უნდა დაფაროს და წარმატებულ ბიზნეს-პლატფორმადაც იქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩატარდეს…

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა, მორიგ ჯერზე გაემიჯნა “GEM Fest”-ს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან (დაახლოებით) 4.2 მილიონი ლარით ალტერნატიული ფესტივალი დააფინანსა, რომელიც “GEM Fest”-ის მსგავსად, 4 დღე გაგრძელდება (შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 32 დღიანი ფესტივალისთვისაც ხაზინიდან, მხოლოდ 4 მლნ ლარი დაიხარჯა), “GEM Fest”-ის გუნდმა საკუთარი რესურსის გამოყენებით, რამოდენიმე თვის წინ დაიწყო საფესტივალო სამზადისი. ლაინ აფის პირველი ნაწილი უკვე გამოცხადებულია და GEM Fest-ის  გუნდი აგრძელებს  დარჩენილი ლაინ აფის  შესადგენად არტისტებთან მოლაპარაკებებს.

27 მარტს ჩვენ წერილობით მივმართეთ ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოეცათ აღნიშნული ტერიტორია, თუმცა წერილი, არც განიხილეს და დაუყოვნებლივ გვაცნობეს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სხვა ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენს მოთხოვნას ვერ განიხილავდნენ. გავიდა 2 თვეზე მეტი და (ამ დრომდეც), არ დაანონსებულა 9-12 აგვისტოს გასამართი რაიმე სახის ღონისძიება ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, რის გამოც უარი გვეთქვა წერილის შინაარსის განხილვაზე.

4 ივნისს, დაახლოებით 12:30-სთ-ზე, “GEM Fest”-ის საორგანიზაციო გუნდმა, განმეორებითი მოთხოვნა დააფიქსირა ქონების ეროვნულ სააგენტოში, საფესტივალო ტერიტორიის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოცემის შესახებ და იმავე დღეს, დაახლოებით, 14:30-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელისა და ე.წ.“კონტრფესტივალის” (როგორც მას “GEM Fest”-ის აუდიტორია იუმორით მოხსენიებს), ორგანიზატორების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ 4 მლნ-ზე მეტი ლარით დაფინანსებული კოლეგა მუსიკალური ფესტივალი, 23-26 აგვისტოს, სწორედ აღნიშნულ ტერირორიაზე უნდა გაიმართოს…

 

27 მარტს ჩვენ წერილობით მივმართეთ ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოეცათ აღნიშნული ტერიტორია, თუმცა წერილი, არც განიხილეს და დაუყოვნებლივ გვაცნობეს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სხვა ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენს მოთხოვნას ვერ განიხილავდნენ. გავიდა 2 თვეზე მეტი და (ამ დრომდეც), არ დაანონსებულა 9-12 აგვისტოს გასამართი რაიმე სახის ღონისძიება ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, რის გამოც უარი გვეთქვა წერილის შინაარსის განხილვაზე.

4 ივნისს, დაახლოებით 12:30-სთ-ზე, “GEM Fest”-ის საორგანიზაციო გუნდმა, განმეორებითი მოთხოვნა დააფიქსირა ქონების ეროვნულ სააგენტოში, საფესტივალო ტერიტორიის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოცემის შესახებ და იმავე დღეს, დაახლოებით, 14:30-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელისა და ე.წ.“კონტრფესტივალის” (როგორც მას “GEM Fest”-ის აუდიტორია იუმორით მოხსენიებს), ორგანიზატორების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ 4 მლნ-ზე მეტი ლარით დაფინანსებული კოლეგა მუსიკალური ფესტივალი, 23-26 აგვისტოს, სწორედ აღნიშნულ ტერირორიაზე უნდა გაიმართოს…”

კომენტარები

კომენტარი