ლიტერატურა

“იყო ერთი გოგო” – ქალთა უფლებების თემაზე შექმნილი ზღაპრების კრებული

ქალთა უფლებების თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გამოჩნდა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც მომავალი და ახლანდელი თაობების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

თანამედროვე ზღაპრები ისტორიულ ქალებზე — „იყო ერთი გოგო“ ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია, რომლის პერსონაჟებიც ცნობილი ქალები არიან. წიგნში შესული ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. ვიდეორგოლზე კი McCann Tbilisi-მ იმუშავა.

წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომია, როგორც ელ.წიგნის, ასევე აუდიო სახით. მისი წაკითხვა უფასოდ შეიძლება აქ!

კომენტარები

კომენტარი