საშემსრულებლო ხელოვნება

21 ივნისიდან თბილისი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისში 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების  სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილია.

ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. თბილისის საბალეტო ფესტივალი ა.კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება.  სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ნიდერლანდების ცეკვის თეატრი, „დონ კიხოტი“, „გედების ტბა“ და  სხვა  დადგმები.

ფესტივალის მთავარი მოვლენა “ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2”-ის გამოსვლა იქნება. აღსანიშნავია რომ ეს ამ დასის პირველი გასტროლი თბილისში. “ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2”  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დასია, რომელიც 1959 წელს ჰააგაში დაფუძნდა  და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მაყურებლის წინაშე გამოდის.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს წარმოადგენს, რომლებშიც  მთავარ პარტიებს მსოფლიოს ცნობილი საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავვები შეასრულებენ.  ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება და მასში  მონაწილეობას ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან ერთად, მსოფლიოს სხვა ცნობილი საბალეტი ვარსკვლავები მიიღებენ.

ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობასა და შთაბეჭდილებებს ჰპირდებიან. მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროებში, ასევე ვებგვერდზე – tkt.ge

 

 

კომენტარები

კომენტარი