კულტურა

ამერიკაში პიცისთვის გზა დააგეს

გზებზე არსებული ორმოები ყველასთვის საშინელი რამაა. მათ არა მხოლოდ მანქანის, არამედ მთლიანი დღის გაფუჭებაც შეუძლიათ.

წარმოიდგინეთ, მანქანას მართავთ, შესანიშნავ ხასიათზე ხართ, რადგან პიცერიიდან რამდენიმე წუთის წინ წამოიღეთ თქვენი საყვარელი პიცა, რომელიც მგზავრის სავარძელზე გიდევთ და მეგობრებთან ერთად აპირებთ მირთმევას, ამ დროს კი… დიდი ორმო. საშინელებაა არა?!

საბედნიეროდ, ცნობილმა პიცერიამ, “დომინოს პიცა”, იცის, თუ რას გრძნობს მათი მომხმარებელი, როდესაც მისი პიცა მანქანაში ყუთიდან ვარდება.

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად პიცერიამ წამოიწყო კამპანია “გზის დაგება პიცისთვის”.

ისინი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გზებზე არსებულ ორმოებს პროფესიონალურად ავსებენ. საუკეთესო კი ის არის, რომ კამპანია არა მხოლოდ პიცის მოყვარულებისთვის, არამედ ყველა მძღოლისთვის სასიამოვნოა.

 

კომენტარები

კომენტარი