სტილი, დიზაინი

გრაფიკული დიზაინერი ია დარახველიძე “სუპერმარკეტი ნიკორას” ადმინისტრაციას არაკანონიერ მოქმედებებში ადანაშაულებს

გრაფიკული დიზაინერი, HOLMES & WATSON-ისა და LEAVINGSTONE-ს ყოფილი და, ამჯერად, BRID-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ია დარახველიძე სუპერმარკეტ “ნიკორას” ადმინისტრაციას არაკანონიერ მოქმედებებში და დანაშაულებრივი სქემით კომპანიების მოტყუებაში ადანაშაულებს. დიზაინერი, მისივე თქმით, თავისი კომპანიის სახელით ნიკორასთან თანამშრომლობდა, მან პროდუქტის დიზაინი შექმნა ბრენდისთვის, თუმცა ბოლო დღეს ადმინისტრაციამ უარი უთხრა შეთანხმებაზე და, შესაბამისად, მისი შრომა არ ანაზღაურებულა. თუმცა, იას თქმით, მალევე გამოჩნდა ნიკორაში პროდუქტი, რომელიც მისი შექმნილი დიზაინით იყიდებოდა. ია დარახველიძე საჯაროდ მიმართავს თინათინ დიდავასა და სოფო სუხიაშვილს, რომელთაც ამ სქემით სარგებლობაში ამხელს და კოლეგებს აფრთხილებს მათთან თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საშიშროებაზე.

“ბევრი მაგალითი დაგროვდა უკვე ჩემ გარშემო სადაც ამ ტყუილს და უპატივცემულოდ მოქცევას საზღვარი არ აქვს. არ დავწერდი და არ მოგმართავდით თქვენ რომ არა ეს სააშინელი სიტუაცია რომელიც ვფიქრობ რომ უნდა დასრულდეს. !! ეხება ჩემ კლიენტს Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი Nikora • ნიკორარომელთანაც მზარეულის და კაიზერის რებრენდინგზე ვთანამშრომლობდი. მომექცა ისე როგორც არ მომქცევია არავინ ამდენი ხნის მუშაობის მანძილზე. აქ მაინც მინდა გაგაფრთხილოთ რომ არ დაიჭიროთ საქმე Tinatin Didava და Sophô Sukhiashvili – თან. ტყუილის გზით ხელშეკრულებაზე ხელს მაწერინებდა რომელიც სულ შემთხვევით აღმოვაჩინე და ამის მიუხედავად გავაგრძელე თანამშრომლობა იმიტომ რომ უბრალოდ მანამდე თიკოს ვიცნობდი და ვიფიქრე ალბათ გაეპარა, ის ხო ესე არ მომექცეოდა. არადა სად ვარ, მთავარია სამსახურიდან არ გააგდონ და ყველაფერს იზავს რომ უბრალოდ “დაგაბოლოს”. სოფო რომელიც პირფერობით ცდილობს შენი გული მოიგოს და ამასობაში თავიდანვე გეგმაში აქვთ რომ ესე გამოგიყენოს და “გადაგაგდოს”. თანამშრომლობაც ესე დაიწყო რომ უნდოდათ კომერციული შეფუთვა და არ უნდა ყოფილიყო დიზაინი ორიგინალური რაც ჩემი კომპანიისთვის ასევე არამომგებიანი თანამშრომლობა იყო. მაგრამ მაინც დავთანხმდი, ვენდე, 3 თვე ვემუშავე, ყოველ დღე მიმოწერა გვქონდა, დასტური პროეკტზე, ტექსტების ჩასწორება, ფოტოების ჩასმა, იქამდე ამაზე საუბარი სანამ პრინტ ფაილებად არ ვაქციეთ ფაილები. პროეკტი დავასრულეთ და ბოლო დღეს როცა უკვე ფაილები უნდა გადამეგზავნა მირეკავენ და მეუბნებიან რომ ეს დიზაინი აღარ უნდათ. მაგრამ ამასობაში წინა დღეს გაგზავნილი მაქ საჩვენებელი ვერსიები სადაც უბრალოდ ტექსტებია დაწირული და თავიდან მოუწევდათ ამ ტექსტების ჩასმა. მარა რა პრობლემაა, შიგნით ხომ უზით დიზაინერი რომელიც ამას 1 დრეში ჩაუსვავს. ამასობაში შენი შრომა წყალში იყრება. როცა 100% დარჭმუნებული ხარ რომ დიზაინებს გამოიყენებენ, ან ცოტათი შეცვალონ და შენც ვერ დაუმტკიცებ რომ ეს შენი დიზაინია. დაბეჭდავენ და ისიც იციან რომ ვერაფერს იზავ იმიტომ რომ მიღება ჩაბარებაზე ხელი არ მაქ მოწერილი. და ისიც რომ მე უბრალოდ ჯერ სტარტაპი ვარ და ისინი გიგანტი კომპანია.
ანაზღაურებაზე ისე არ არი როგორც უბრალოდ ამ უსაქციელობის აღმოფხვრაზე ამ ქვეყანაში.
იქნებ შეიქმნას სია ამ კლიენტების და ადამიანების რომლებიც მსგავსი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და საჯაროდ გამოვაქვეყნოთ რომ სხვა კომპანიებმაც არ მიბაძონ და მსგავსად არ მოიქცნენ…

p.s მადლობ Tinatin Didava და Sophô Sukhiashvili ესეთი მოქცევისთვის და თქვენი რეალური სახის დანახვისთვის. რჩევა მექნება დაფიქრდით სანამ მსგავს საქციელს ჩაიდენთ იმიტომ რომ ყველაფერი უკან ბრუნდება.

აქვე ვდებ ნიმუშებს რომელიც სულ მალე მათ სუპერმარკეტში გამოჩნდება. !!!”

კომენტარები

კომენტარი