ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ვის ეკუთვნის ჰიპოპოტამის ძეგლის იდეა?

თბილისის მერიის ორგანიზებით, 13 ივნისს მზიურის პარკში ღონისძიება ერთად გავიხსენოთ 13 ივნისიგაიმართა.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, ბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების ჯილდო დაწესდება.

მერიის პრესსამსახური ბეჰემოტის ძეგლის ავტორად ნიკუშა შენგელაიას, შემსრულებლად კი ლევან ვარდოსანიძეს ასახელებს, თუმცა კულტურის მენეჯერის, მაია ჯამბაზიშვილის თქმით, ეს იდეა მას ეკუთვნოდა.

როგორც მაია ჯამბაზიშვილმა არტნიუსსგანუცხადა, მას ეს იდეა სპონტანურად 2015 წელს გაუჩნდა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გაიგებდა, რომ 13 ივნისის მოვლენებს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

ივნისის ტრაგედიის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე, პირველივე კადრი იყო ჰიპოპოტამი გმირთა მოედანზე. ჯერ არაფერი ვიცოდი ადამიანური მსხვერპლის შესახებ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაშინვე აზრად მომივიდა ჰიპოს სკულპტურის იდეა და ამის შესახებ ფეისბუქზე დავწერე. ჩემთვის მოულოდნელად ამ იდეამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანებსაც გასჩენოდათ იგივე აზრი. საზოგადოების ნაწილისთვის აქტუალური გახდა გაერკვიათ, თუ ვინ იყო პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა და აღმოჩნდა, რომ ეს მე ვიყავი. ამის შემდეგ იყო სატელევიზიო მიწვევები, იდეის განხილვა, ხალხის ჩართულობა. გავაკეთეთ პეტიცია ამ სკულპტურის დადგმის მოთხოვნით– ამბობს რესპოდენტი.

მაია ჯამბაზიშვილი იმ პერიოდში მერიის კულტურის სამსახურში მუშაობდა. როგორც განაცხადა, მან დაწვრილები მოუყვა ამ იდეის შესახებ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილხელმძღვანელს ია მაქაცარიას და ყოფილ მერს, დავით ნარმანიას. მისი თქმით, მათი მხრიდან ამ ინიციატივარეაგირება არ მოჰყოლია.

თუმცა შემდგომში ეს იდეა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, როდესაც მეგობრების საშუალებით გავიგე თბილისის მერიის თბილისობისიდეებთან დაკავშირებული კონკურსის შესახებ, სადაც პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს თავის პრეზენტაციაში მთავარ კონცეფციად ჰქონდა წარმოდგენილი ჰიპოს სკულპტურის იდეა. ჩემთვის საოცარი იყო, როდესაც ბატონმა ნარმანიამ და ქალბატონმა მაქაცარიამ 14 ათასი ლარით დააჯილდოვეს ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ იდეა ჰიპოს სკულპტურის იდეის შესახებ ფეისბუქზე წაიკითხა.

ცხადია, მითხარია, რომ ეს იდეა განხორციელდება, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განხორციელდება ის, როგორ მასშტაბურობას შეიძენს და რას შემატებს ჩვენს დედაქალაქსა და ჩვენს ქვეყანას.

 აგრეთვე, რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესო იქნება ოფოციალურად მოვიაზრებოდე იდეის ავტორად, რადგან ეს ჩემი პროფესიის შემადგენილი ნაწილია და სწორედ იდეები, მათი გენერირება და განხორციელება ითვლება ჩემს პროფესიაში წარმატების საზომად, რაც თუნდაც სხვა იდეების მერიისთვის, საზოგადოებისათვის მიწოდებისა და განხორციელების მეტ საშუალებასაც მომცემს.

კითხვაზე, მოჰყვა თუ არა მერიის მხრიდან გამოხმაურება ამ ამბავს, მაიამ შემდეგნაირად გვიპასუხა:

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია გამომეხმაურა და შემომთავაზა მომავალ კვირას შეხვედრა. მე ვუთხარი, რომ თავს იდეის ავტორად მოვიაზრები და დიდი სურვილი მაქვს ამ პროექტში ვიყო ჩართული, რადგან ბევრი მაქვს ამ საკითხზე ნაფიქრი და ვიცნობ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრებებს, თუ როგორი წარმოუდგენიათ ის, როგორ ხედავენ მის  განხორციელებას. ვნახოთ, რამდენად დაინტერესდებიან და რამდენად მოხერხდება მსგავსი თნამშრომლობა. ზოგადად, მე მაღალი წარმოდგენის ვარ თბილისის ამჟამინდელ მერსა და სოფო ხუნწარიაზე. იმედი მაქვს, რომ კარგად წარიმართება პროცესი.

არტნიუსსკულტური მენეჯერი თბილისის ჰიპომისეულ ვარიანტზეც ესაუბრა:

ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგებით შექმნილი სკულპტურა/ინსტალაცია, რომელიც შექმნის თეამტურ ლოკაციას შემეცნებითსაგანმანათლებო აქტივობას ეკოლოგიის საკითხებზე. საზოგადოების ნაწილი, ვისათანაც მე კომუნიკაცია მქონდა, ერთხმად მეთანხმებოდა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო უბრალო ფიგურა, რომლის მსგავსიც ქალაქში ძალიან ბევრია, რომელთა მნიშვნელობაც კი არ ვიცით, არამედ ჰიპოს სკულპტურა უნდა იყოს თანამედროვე, საინტერესო, დედაქალაქის დღევანდელობის ყველაზე აქტუალურ თემასთან – ეკოლოგიასთან დაკავშირებული და ეკოლოგიაზე მზრუნველი დედაქალაქის ერთგვარ მასკოტად იქცეს.ამბობს მაია.

კომენტარები

კომენტარი