ვიზუალური ხელოვნება კულტურა

იმოგზაურე გიდთან ერთად მეინმარში (ბირმა) უფასოდ

როგორც მოგეხსენებათ, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მკითხველი უფასოდ, ვირტუალურად იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში. ჩვენი მკითხველი უკვე იმყოფებოდა ბრაზილიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში, სადაც გაიგეს ამ ქვეყნების მთავარი სპეციფიკა და სხვა საინტერესო საკითხები. ამჯერად, ჩვენ მეინმარში (ბირმაში) ვიმოგზაურებთ.

პირველ რიგში, ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა ჰქვია ამ ქვეყანას. 1989 წლამდე, სანამ სამხედრო ხუნტა არ შეუცვლიდა ქვეყანას სახელს, ის ცნობილი იყო, როგორც ბირმა. მას შემდეგ კი იგი ოფიციალურად მეინმარია. ამავე პერიოდში დედაქალაქ რანგუს სახელი შეუცვალეს და იანგონი დაარქვეს.

2006 წელს აშენდა ახალი დედაქალაქი, რომელსაც ნეიპიდო დაარქვეს. ამის მიზეზი გახდათ პერსპექტივები. ქალაქში 20 ზოლიანი ტრასები, გოლფის სტადიონები, სწრაფი WiFi და სანდო ელექტროობა გაკეთდა. ერთადერთი რამ, რის ნაკლებობასაც დღესდღეობით ქალაქი განიცდის, ხალხია. მოსახლეობა 924 608 ადამიანისგან შედგება, შესადარებლად კი გეტყვით, რომ იანგონში 7 360 703 ადამიანი ცხოვრობს.

მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ბუდისტია.

ყოფილ დედაქალაქში, იანგონში არის ბუდიზმის ყველაზე წმინდა ადგილი Shwedagon Paya, სადაც ლეგენდის თანახმად, ბუდას 8 თმის ღერი არის დაცული.

მოგზაურობისას ბევრი ტურისტი ქირაობს გადაადგილების სხვადასხვა საშუალებას, მანქანას, მოპედს ან სხვას. ბირმაში კი გირჩევთ ეს არ გააკეთოთ.

ქუჩაში გასვლისთანავე თვალში მოგხვდებათ ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ავტომობილის საჭე მარჯვენა მხარეს არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობენ.

წლების მანძილზე ბირმაში მოძრაობის წესები იგივე იყო რაც, ინგლისში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. მანქანები გზის მარცხენა მხარეს მოძრაობდნენ. მთავრობის შეცვლის შემდეგ კი წესი შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ავტომობილები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ავტობუსებიდან ხალხი ადამიანებისთვის განკუთვნილი სავალის ნაცვლად, პირდაპირ ქუჩაში ჩამოდის, იმის გამო, რომ ავტობუსებს კარებები მარცხინვ აქვთ.

ამ ყველაფერს კი ართულებენ ადგილობრივი ფეხით მოსიარულეები. ისინი უბრალოდ არ იცავენ წესებს.

Image result for traffic in burma

ბუდისტური მონასტრის, Taung Kalat-ის დანახვისას აუცილებლად გაგახსენდებათ კაცხის სვეტი.

Kayan Lahwi-ის ქალები ცნობილები არიან თავიანთი საყელურებით. ისინი იკეთებენ რგოლებს და პერიოდულად ამატებენ თითო-თითო რგოლს, რათა დააიგრძელონ კისერი. სინამდვილეში საყელური უბრალოდ ლავიწის ძვლებს წევს დაბლა, რის გამოც კისერი უფრო გრძელი ჩანს.

ბირმაში ყველაზე მეტი ბუდისტური ტაძარი მდებარეობს. ასევე, ქვეყანაში ნახავთ უამრავ XII-XIII საუკუნის დროინდელ ტაძრებსა და შენობებს.

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ბირმადან.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი