კულტურა

მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა

ფოტო: ტაბულა

თბილისის მერიის ორგანიზებით, მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.

„დღეს, მზიურის პარკში ის მძიმე დღეები კიდევ ერთელ გავიხსენეთ, რაც 13 ივნისის ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული. დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო. ახალგაზრდების როლი, სოლიდარობა იყო მნიშვნელოვანი, რაზეც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. სამი წლის წინ, მათთან ერთად მდგომი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაქალაქზე პასუხისმგებელი ადამიანი ვიქნებოდი. დღესაც ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ. დარწუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ, როგორც რიგითი ადამიანები, მოხალისეები, მაშველები, ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვართ და აქვთ სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით კი, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება.

ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი