კინო კულტურა

“რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ?” – დრაკონის ნავების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დღეს, 14 ივნისს 15:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ორგანიზებითა და კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყება დრაკონის ნავების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება “რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ?”.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციების მეშვეობით გაიგონ უფრო მეტი
თანამედროვე ჩინური ფილმების შესახებ.

პრეზენტაციების გარდა, ჩინური კულტურით დაინტერესებულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწროთ ჩინური ფილმების კინოჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის მონაწილეობით, ქართულ ენაზე ითარგმნა სამი თანამედროვე ჩინური ფილმი, რომელთა ჩვენებაც გაიმართება 14 და 15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო
კამპუსში:14 ივნისი – 16:00 (I ფილმი), 18:00 (II ფილმი)
15 ივნისი – 18:00 (III ფილმი)

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებისა და კინოჩვენების შემდეგ სტუმრებს ელით სასიამოვნო სიურპრიზი.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი