არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

National Geographic: მოინახულე თბილისი, სანამ პანორამა აშენდება

National Geographic–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჩამოთვლილია 10 ქვეყანა, სადაც ტურისტები სასწრაფოდ უნდა ჩავიდნენ. საქართველო, მათ შორის, მე-9 ადგილზე მოხვდა.

National Geographic მკითხველს ბათუმის, მთიანი რეგიონებისა და კახეთის მონახულებას ურჩევს.

სტატიაში გამოყოფილია ქვეთავი “რატომ უნდა წახვიდეთ თბილისში ახლავე”, სადაც ნათქვამია, რომ ამის მიზეზი დედაქალაქის ძველ, ისტორიულ უბნებში ტურისტული კომპლექსების მშენებლობაა. ეს ყველაფერი კი ქალაქს ისტორიულ სახეს დაუკარგავს. ტურისტულ კომპლექსებში “პანორამა თბილისიც” იგულისხმებოდა.

შეგახსენებთ, რომ “პანორამა თბილისის” ფარგლებში დედაქალაქში 5 ახალი სასტუმრო აშენდება. სასტუმროებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია: სოლოლაკო, თავისუფლების მოედანი, ერეკლეს მოედანი (სადაც ორი სასტუმრო აშენდება) და ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორია (ეს პროექტი ჯერჯერობით მზად არ არის).

1) სოლოლაკი

2) თავისუფლების მოედანი

3) ერეკლეს მოედანი

4) ერეკლეს მოედანი

 

კომენტარები

კომენტარი