კინო

მარათონი ParaShoot-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროექტი Parashoot-ი მაისის ბოლოს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდა. პროფესიონალების ჯგუფის მიერ არჩეული 10-10 პროფესიონალური და სამოყვარულო ჯგუფი ერთმანეთს ამავე ნომინაციებში პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ.

ბოლო ეტაპზე გუნდებს 72 საათი ჰქონდათ ბოლო დავალების დაგეგმვის, გადაღებისა და დამონტაჟებისთვის.

გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა 2 კატეგორიაში: პროფესიონალები და მოყვარულები.

პროფესიონალების კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმმა, სახელად Definitions, რომელიც დისკრიმინაციის თემაზე გადაიღეს.

მოყვარულების კატეგორიაში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები თემაზე გადაღებულმა ფილმმა – „როქი“-მ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაერო-ს განვითარების პროგრამამ  გამარჯვებული გუნდები 3000 ლარიანი ფულადი ჯილდოთი და ტექნიკით დააჯილდოვეს. პროფესიონალების გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად MacBook pro, ხოლო მოყვარულებს Ipad Pro-ები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი