კულტურა

5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია საქართველოში

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 შეადგინა. ვიზიტორთა 55% ქართველია, 45% – უცხოელი.

ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:

• პრომეთეს მღვიმე

• თბილისის ეროვნული პარკი

• ყაზბეგის ეროვნული პარკი

• მარტვილის კანიონი

• სათაფლია

5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

• მაჭახელას ეროვნული პარკი

• თბილისის ეროვნული პარკი

• მტირალას ეროვნული პარკი

• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

• მარტვილის კანიონი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვასა და განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეკოტურისტული საქმიანობის ფარგლებში, მაისის თვეში ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

www.travelingeorgia.ge

კომენტარები

კომენტარი