სტილი, დიზაინი

ფლორენციაში PITTI UOMO დაიწყო, რომლის მთავარი სტუმარი საქართველოა

ფლორენციაში “პიტი უომო” დაიწყო. წელს მისი საპატიო სტუმარი საქართველოა. მასზე 6 ქართველი დიზაინერი წარდგება, ესენია: “VASKA”, “SITUATIONIST”, “TATUNA NIKOLAISHVILI”,”GOLA DAMIAN”, “AZNAURI”, “ANUKA KEBURIA”.ამ ფაქტმა მთელი მსოფლიოს პრესის ყურადღება საქართველოსკენ მოაპყრო, მოდის თითქმის ყველა დიდი გამოცემა საქართველოზე წერს, როგორც პიტის სტუმარ ქვეყანაზე.

“Pitti Uomo” უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება.

წარმოგიდგენთ ბრენდებს, რომლებიც წელს PITTI UOMO-ზე წარდგებიან:

VASKA

არქიტექტორი ვასილ ტაბატაძე მოდის სფეროში პირველად 2005 წელს გამოჩნდა თავისი პირველი კოლექციით. 2013 მან შექმნა ბრენდი “ვასკა”. მის სამოსში სპეციალურ ნაჭრებს შეხვდებით, როგორებიცაა ანტიკური იაპონური ქსოვილი და ნატურალური მატერიები.

TATUNA NIKOLAISHVILI

თათუნა ნიკოლაიშვილი დიზაინითა და მოდით ბავშვობიდანაა დაინტერესებული. მან ამ სფეროში მოღვაწეობა 2003 წლიდან დაიწყო და დღეს მისი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ონლაინ მაღაზიებში იყიდება.

SITUATIONIST

ირაკლი რუსაძე საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია. თვითნასწავლი შემოქმედი ინსპირაციას საკუთარი სამშობლოს, საქართველოსა და იმ ქალებისგან იღებს, ვისაც უწევს პოსტ-საბჭოურ სირთულეში ცხოვრება. დიზაინერის სამოსს ეტყობა ქართული კულტურისა და ვინტაჟური სტილის გავლენა. ეს ბრენდი განსაკუთრებით უყვარს ჯიჯი ჰადიდს და ხშირადაც იცვამს მას, რამაც არც ისე მცირე წვლილი შეიტანა სიტუაციონისტის წარმატებაში.

GOLA DAMIAN

დიზაინერი გოლა დამიანი, ქართული მოდის ერთ-ერთი ინოვატორია. გამორჩეული ფორმებითა და განსხვავებული ხედვით, მან თავიდანვე მიღწია წარმატებას და მალევე გახდა ცნობადი ფართო მასებისათვის. მისი კოსტუმების ტექსტურა, ქსოვილები და მოყვანილობა თვალსაჩინო და ჰარმონიულია.

AZNAURI

ბრენდი 2016 წელს დაარსდა თბილისში. მისი კრეატიული დიზაინერი “სიტუაციონისტის” დამფუძნებელი ირაკლი რუსაძეა. ბრენდი ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე მოდის ელემენტებს იდეალურად ათავსებს ერთმანეთთან, რაც მის სამოსს სხვებისგან გამოარჩევს. აღსანიშნავია, მინიმალიზმი, რომელიც “აზნაურს” ახასიათებს.

ANUKA KEBURIA
მან ფეხსაცმლის დიზაინი წმინდა მარტინის ხელოვნების უნივერსიტეტში ისწავლა, ლონდონში. მან 2006 წელს შექმნა პერსონალური ბრენდი. მის კოლექციებში დომინირებს ნატურალური მატერიები და აქსესუარები. ის იყენებს შავს და მინიმალურ სტილს , რაც საშუალებას აძლევს შექმნას თავისუფალი-უნისექს სტილი.

კომენტარები

კომენტარი