ლიტერატურა

ილიაუნიში “რომანის ღამეები” გაიმართება

“რომანის ღამეების” ფარგლებში, ყოველ საღამოს, 13-დან 15 ივნისის ჩათვლით, 19:30-22:00 საათებში წიგნის სახლი ლიგამუსი უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოწვეულ სტუმრებს.

შეხვედრების დეტალური განრიგი

13 ივნისი

19:30 – ანა კორძაია-სამადაშვილი – “რატომ მოვკალი ჩაიკა”

20:00 – გიგა ზედანია – “დოჩანაშვილი და ვარგას ლიოსა, ანუ ჯანყი რომანში”

20:30 – ნინო ფირცხალავა – “საკონცერტო პროგრამის შედგენის კულტურულ-პოლიტიკური ნიუანსები (მარსელ პრუსტისა და თომას მანის ტექსტების მაგალითზე)”

21:00 – თამთა მელაშვილი – “ეგზოტიზაცია და თვითეგზოტიზაცია: პატარა ქვეყნები წიგნის საერთაშორისო ბაზარზე”

21:30 -ლევან ბერძენიშვილი – “არუნდატი როის “წვრილმანების ღმერთი”

14 ივნისი

19:30 – დათო ტურაშვილი – “შავი ზღვის რომანი”

20:00 – პაატა ჩხეიძე – “პიტერ აკროიდის რომანები და კომპარატივისტული ასპექტები”

20:30 – ლია ლორია – “ენრიკე ვილა-მატას რომანი “ბარტლები და კომპანია”, უარყოფის ლიტერატურა”

21:00 – გიორგი მაისურაძე – “რადიკალური ჰუმანიზმი – ლევ ტოლსტოის “აღდგომა”

21:30 – ლაშა ბუღაძე – “პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი”

15 ივნისი

19:30 – თამარ თანდაშვილი – ” ამბის ვერ-მთხრობელი და მისი მოწმე: ქალის გაპიროვნება “მატერიკონში”

20:00 – ბელა წიფურია – “პოსტკოლონიური ჰიბრიდულობა და ქართული საბჭოთა რომანი”

20:30 – ლევან ცაგარელი – “ბერნჰარდ შლინკის “წამკითხველი”, როგორც წარსულის დაძლევის ცდა”

21:00 – დავით გაბუნია – “თვალთვალი, როგორც ხელოვნება”

21:30 – ნოდარ ლადარია – “მკითხველი და მწერალი”

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი