კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე GEM FEST-ის ნაცვლად Anaklia Echo Waves Festival გაიმართება

სადავო ტერიტორია, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში, ტრადიციულად, GEM FEST იმართებოდა, წელს Anaklia Echo Waves Festival-ს გადაეცემა.

ეს უკანასკნელი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მას 4 160 000 ლარი გამოეყოფა. პროექტი მთლიანობა 6 მილიონი ლარი ჯდება.

ფესტივალი 2018 წლის 23 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

მთავრობის განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს ტურისტულ-კულტურული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.

გარდა მუსიკისა, ფესტივალზე მისულ ადამიანებს შეეძლებათ რეკრეაციული აქტივობებით, სპორტით, კულტურული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიებებით დაკავება.

ამ განცხადებას გიორგი სიგუაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი GEM FEST-ს ანაკლიაში საკუთარი სახსრებით მაინც ჩაატარებს.

ინფორმაციას GeorgiaToday ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი