საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Sounds of Georgia ახალ შემსრულებლებს ეძებს

ნებისმიერ მსურველს, რომელიც მღერის ქართულ სიმღერებს, ამასთანავე, ზაფხულის საინტერესოდ და სარგებლიანად გატარება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროექტში Sounds of Georgia / Звуки Грузии / საქართველოს ჰანგები.
13 ივნისს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე თბილისის კონსერვატორიაში (გრიბოედოვის ქ.8-10) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

Sounds of Georgia გახლავთ ახალი პროდუქტი ტურისტებისთვის, ტრადიციული ქართული მუსიკის რეგულარული მინი-კონცერტებით ძველი ქალაქის მყუდრო გარემოში. მინი-კონცერტის ხანგრძლივობა 30-40 წუთია.

💡პროექტის ლოკაციებია:
– City of Tunes – მინი-კონცერტი ძველ თბილისში, პანორამული ხედით ერთერთი სასტუმროს ტერასიდან, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანს;
– Sing and Drink – მინი-კონცერტი ღვინის ბარში და იშვიათი ქართული ღვინის დაგემოვნება;
– Homemade Music – მინი-კონცერტი იტალიურ ეზოში, სადაც ტურისტები განუმეორებელ ქართულ სტუმართმასპინძლობას იცნობენ და ოჯახში მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ.

ორგანიზატორების თქმით, პროექტი სოციალურ ხასიათს ატარებს, რადგან მასში მონაწილეობა არა მხოლოდ პროფესიონალ შემსრულებლებს, არამედ რიგით თბილისელებსაც შეუძლიათ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 599 88 33 99; +995 593 75 03 49

FB: https://www.facebook.com/soundsofgeorgia/

Instagram: @soundsofgeorgia

Youtube: Sounds of Georgia Official

E-mail: info.geomusic@gmail.com; pr.geomusic@gmail.com

კომენტარები

კომენტარი