კინო

ქართული ფილმი “მზის ქალაქი” ბრიტანეთში დააჯილდოვეს

რატი ონელის დოკუმენტური ფილმი “მზის ქალაქი” დიდ ბრიტანეთში კინოფესტივალზე Sheffield Doc/Fest დააჯილდოვეს. ფილმს ფესტივალის სექციის Art Doc მთავარი პრიზი გადაეცა.

“მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის საერთაშორისო პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

მას შემდეგ ფილმი არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე goEast კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს, მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კი “მზის ქალაქი” საუკეთესო ფილმად აღიარეს.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი Sheffield Doc/Fest დიდ ბრიტანეთში 9-14 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი