ვიზუალური ხელოვნება კულტურა

იმოგზაურე გიდთან ერთად ნეპალში უფასოდ

როგორც მოგეხსენებათ, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მკითხველი უფასოდ, ვირტუალურად იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში. ჩვენი მკითხველი უკვე იმყოფებოდა ბრაზილიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში, სადაც გაიგეს ამ ქვეყნების მთავარი სპეციფიკა და სხვა საინტერესო საკითხები. ამჯერად, ჩვენ ნეპალში ვიმოგზაურებთ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ნეპალი არასდროს არ ყოფილა ოკუპირებული, ამიტომაც ქვეყანაში არ ჩანს სხვა ქვეყნების კულტურის ნიშნები, რაც იქაურობას კიდევ უფრო ეგზოტიკურსა და მიმზიდველს ხდის.

თითქმის მთლიანი ტიბეტის მთიანეთი ნეპალში მდებარეობს.

ქვეყანა გინესის წიგნში რამდენჯერმე არის შესული. ესენია:

ყველაზე მაღალი მწვერვალი ზღვის დონიდან, ევერესტი – 8 848 მ.

Image result for everest

ტილიჩო ტალი, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა – 4 800 მ.

Related image

შეი პოკსუნდო, ყველაზე ღრმა ტბა ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე – 145 მ.

Image result for Shey Phoksundo

ყველაზე ღრმა ხეობა (მდინარე კალიდანკი) – 1 200 მ.

Image result for Kalidanki river gorge

არანის ველი, ყველაზე მაღლა მდებარე ველი ზღვის დონიდან

Image result for Arun valley

ნეპალი ცნობილია, როგორც ჰარმონიული ქვეყანა, თავისი რელიგიური და ეთნიკური მხრიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბუდა სწორედ ნეპალში დაიბადა.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის 81% ინდუიზმის აღმსარებელია, ბუდიზმს კი მხოლოდ 9% მისდევს.

ალბათ, გაოცდებით, თუ გაიგებთ, რომ ერთადერთი ქალღმერთი, რომელიც დღესაც ცოცხალია, ნეპალში ცხოვრობს. ეს არის დევი კუმარი.

დევი კუმარი ინდუიზმის რელიგიის ქალღმერთია. კუმარის პირდაპირი თარგმანი ქართულ ენაზე ქალწული, ქალიშვილია, ხოლო კულტურულად ის ცოცხალ ქალღმერთს ნიშნავს.

ქალღმერთი ტაძარში სახელად Kumari Ghar ცხოვრობს, რომელიც კატმანდუს დურბარის მოედანთან მდებარეობს.

ქალღმერთები სქესობრივი სიმწიფის პერიოდში ჩამოიწერებიან ხოლმე, რის შემდეგაც ქალღმერთად სხვა გოგოს ირჩევენ.

Image result for Devi Kumari

გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ადგილობრივებს არ უყვართ ხელის ჩამორთმევა. ისინი უბრალოდ სიტყვით “ნამასტე” შემოიფარგლებიან.

Image result for namaste in nepal

ტიბეტის მთიანეთი ცნობილია უამრავი ტაძრებითა და ქანდაკებებით.

Image result for temples of tibet

თუ თქვენ არ გინდათ ერთ ადგილას გაჩერება, მაშინ იქიდან ორ უმშვენიერეს ქვეყანაში, ჩინეთსა და ინდოეთში გექნებათ გზა ხსნილი, რადგან ეს ქვეყნები ნეპალს ესაზღვრება.

Image result for nepal map

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ნეპალიდან.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი