ვიდეოები ლიტერატურა

ურსულა კ. ლე გუინის სიტყვით გამოსვლა ამერიკის ლიტერატურის ნაციონალური ფონდის დაჯილდოების ცერემონიალზე

ურსულა კ. ლე გუინი სიტყვით გამოდის ამერიკის ლიტერატურის ნაციონალური ფონდის 65-ე დაჯილდოების ცერემონიალზე. მას მიენიჭა მედალი ამერიკის მწერლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. 19 ნოემბერი 2014 წელი.

ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი თარგმნილია ქართულად, მათ შორისაა The Dispossessed (განპყრობილები). ეს წიგნი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“.

ვიდეო ქართული სუბტიტრებით მომზადებულია ნიკა კასრაძის მიერ. გაავრცელა “ანარქისტულმა ბიბლიოთეკამ”:

 

კომენტარები

კომენტარი