კინო

„ხიბულა” – ფილმი, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს

სულ მალე ჩეხეთი “კარლოვი ვარის” კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც საკონკურსო პროგრამებში 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში წარმოდგენილი 2 ქართული კინოსურათიდან ერთ-ერთია გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს

სიუჟეტის მიხედვით, პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. “ხიბულას” სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი “კარლოვი ვარის” კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძული” კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი