ლიტერატურა

ზარმაცებისთვის – ილიას წერილი (“ზოგიერთი რამ”) თანამედროვე, გამარტივებულ ენაზე

I

როდესაც ჩვენს ღარიბ ლიტერატურასა და ახლანდელ მწერლობაზე დაიწყებ სადმე ლაპარაკს, მაშინვე მთქნარებითა და თითქოს სიმზაკვრით სავსე სიხარულით გეტყვიან ხოლმე: ახლანდელ მწერლებს ენა არ უვარგათო.
მეც, მეტ-ნაკლებად, ვეთანხმები, თუმცა ერთი კითხვა მინდა დავსვა: რომ ვიწუნებთ, გვაქვს კი ენა?
ვიცი, ამ ჩემს, ერთი შეხედვით, უსაფუძვლო კითხვაზე ბევრი თქვენგანი,
მკითხველნო, მასხრად ამიგდებს. თუმცა, მკითხველო, ყური დამიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლად მისმინე. ვიცი, რომ რასაც ვიტყვი ცუდად გაიგებ, გული დაგეთანაღრება და შეწუხდები, მაგრამ ალბათ ვერ ხვდები, რომ თითოეულ სიტყვას, რომელსაც ვამბობ თითო კოშტი სისხლი მოჰყვება. შენ მეტყვი: რატომ გაირთულე საქმეო. იმიტომ, ჩემო ძმაო თუ დაო, რომ „თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა“, როგორც ერთი ჩვენი პოეტი იტყოდა.

II

ახლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზე წუხხარ, მე კი ჩემსაზე, ყველას
ვანსხვავებული საფიქრალი, ნაღველი გვაქვს და ჩვენი აზრები როგორ გადაკვეთენ ერთმანეთს? ხოლო, რადგანაც ვიცით , რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ კვეთენ, სალაპარაკოდაც აღარ ვიკრიბებით, ან რისთვის უნდა შევიკრიბოთ? ლაპარაკი აზრის აღებ-მიცემობაა. ჩვენ თუ აღარაფერი გვაქვს საერთო, ერთად რისთვის უნდა ვიაზროვნოთ ან ვისაუბროთ? მე შენთან სასაუბრო აღარ მაქვს, რადგანაც შენ იმერელი დაიექვი და მე კახელი, შენ შენს სახნავ მიწას ან უძრავ ქონებას შენი მამული დაარქვი, მე კი ჩემსას -ჩემი. ამიტომ ჩვენ ერთად მოსაფიქრებელი აღარაფერი დაგვრჩა. სწორედ ამიტომ დავშორდით ერთმანეთს, შენ ერთ მხარეს წახვედი, მე კი მეორე მხარეს და ერთმანეთთან აღარ გვისაუბრია. დიდხნიანმა ულაპარაკობამ
ერთმანეთს დაგვაშორა , როგორც ფიქრით ისე სიტყვით. ერთმანეთის სიტყვები უკვე ჩვენებურად გვესმის. ამიტომ ნამდვილი ქართველი ჩვენთან აღარ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავიწყეთ ფიქრი და, შესაბამისად, სიტყვაც, რომელიც აზრებისა და საგნების გამოსახატავად გამოიყენება
მივიკერძოეთ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ჩვენს ენაში მრავალი კილო, იგავი, რის
შედეგადაც ერთ სიტყვას მრავალი სხვადასხვა აზრი მიეცა. რაც არ უნდა ვთქვათ,
ყველაფერს შეგვიძლია „კილო გამოვაბათ“. მიირთვი რომ გითხრათ, ამ, ერთი შეხედვით, დარბაისლურ და კეთილ სიტყვას შეგიძლიათ ცუდი შინაარსი გამოუძებნოთ, თუ გარყვნილ კაცებს მიეკუთვნებით. შემობრძანდი, ეს სიტყვაც, მიუხედავად მისი თითქოს კარგი სიტყვაა, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული როგორ
მივიღებთ.

კომენტარები

კომენტარი