არქიტექტურა, არქეოლოგია

საქართველოს მთავრობა ფონდ „ქართუს“ მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების სიას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ფონდი “ქართუს” მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების სიას აქვეყნებს. მათ შორის, ამავე ორგანიზაციამ უკვე ააშენა 3 სპორტის სასახლე (გორში, თელავსა და ბათუმში), 15 სარაგბო ბაზა 23 სტადიონით, ხოლო შენების პროცესშია კიდევ 10 ფეხბურთის სტადიონი (თბილისსა და ქუთაისში).

ფონდ „ქართუს“ მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები:

ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქ. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

► ასევე, უახლოეს მომავალში დაგეგმილია:
 მუზეუმების ქუჩის მოწყობა
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის შენობის საკითხის მოგვარება;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის თეატრალური მინიქალაქის მოწყობა;
ვ.ჭაბუკიანის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისთვის და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ შენობის გამოყოფა;
ყინულის სასახლის, ჭიდაობის სახლის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაცია-მშენებლობა;
მძლეოსნობის მოედნის, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის და სპორტული კოლეჯის მშენებლობა;
თბილისში მდებარე ოლიმპიური აუზის გადახურვა (რის შემდეგაც აუზზე შესაძლებელი იქნება ვარჯიში ზამთრის პერიოდშიც) ;
გარე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟების გაგრძელება რეგიონებში;
კულტურისა და სპორტის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

შენობების ფასადების კეთილმოწყობა და ადაპტირება შშმ პირებისათვის;
საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ხელოვნების მუზეუმი;
 2 სპორტული სასწავლებლის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი