არქიტექტურა, არქეოლოგია

კოჯორში თეატრალური ქალაქი აშენდება

ქალაქგარეთ, კოჯორის გზაზე თბილისის კოტე მარჯანიშვილის თეატრის მინი-ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.

სამშენებლო პროცესების დასრულება 2019 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. თეატრალური ქალაქი 6000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება და დედაქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე იქნება.

პროექტი 5.5 მილიონი ლარი ჯდება და რამდენიმე ხის შენობას აერთიანებს, რომლებშიც კრეატიული ლაბორატორიები, დიდი სარეპეტიციო სივრცე, არტისტების რეზიდენცია და სხვა დატვირთვის ოთახები განთავსდება. კომპლექსი, ასევე, დიდ დახურულ თეატრს, ღია თეატრს და მცირე თეატრს მოიცავს.

“ეს იქნება ახალი ტიპის თეატრი. სპექტაკლის შემდეგაც იქნება დატვირთული. მუდმივ მოძრაობაში იქნება და შევეცდებით, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ავუწყოთ ფეხი” – ამბობს ეკატერინა მაზმიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თეატრის მმართველის თქმით, მინიქალაქის იდეა ბევრ ფუქნციას მოიცავს, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია მარჯანიშვილის თეატრში მისი მასშტაბებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, პროექტის ესკიზის შექმნაზე კონკურსი წელს გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი