არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

კულტურის მუშაკებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებში იხმობენ

კულტურის მუშაკებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, სამომავლოდ, გაცვლის პრინციპით, ევროკავშირის ქვეყნებში იხმობენ.

31 მაისს, Fine Art-ის ცენტრში (BOZAR-ში), “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის და უკრაინის) კულტურის მუშაკებს ბრიუსელში ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შეხვდნენ, რათა ევროპის კულტურული კოოპერაციების შესახებ თავიანთი დამოკიდებულებები და იმედები გაეზიარებინათ მათთვის. შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონში კულტურული კოოპერაციების და საერთო პროექტებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნის დეტალების განხილვა იყო.

სამუშაო შეხვედრის ზოგადი მიზანი არა მხოლოდ 50-ზე მეტი პროფესიონალის შერჩევა (არქიტექტურა, კინო, მუსიკა, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება), არამედ ევროპის ინსტიტუტების (DG NEAR, EEAS, DG EAC): ევროპარლამენტის, და ბრიუსელში განთავსებული კულტურული ინსტიტუტების წინადადებების მიღება იყო, რომ განევითარებინა კულტურული თანამშრომლობები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებთან. მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსს გაეზიარებინათ საკუთარი თანამედროვე სახელოვნებო აქტივობები ევროკავშირის ქვეყნებისთვის და პირიქით; შეექმნათ ერთობლივი აქტივობები და ბიძგი მიეცათ ურთიერთდაკავშირებულ ნაყოფიერი მუშაობისთვის ორივე მხარეს შორის.

განხილული თემები პროგრამის “კულტურა და კრეატიულობა” ძირითადი დასკვნები იყო, გაკვეთილები წარმატებული რეგიონალური გამოცდილებებიდან, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის მთავარი გზები, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და შესაძლო გრძელვადიანი ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სტრუქტურულ კავშირს 6 ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

პრიორიტეტები ცნობილია:

  • მიმდინარე კომუნიკაციის პლატფორმის ჩამოყალიბება სხვადასხვა მსახიობსა და ევროკავშირის დაწესებულებებს შორის.
  • არსებული ფინანსური ხელსაწყოების ოპტიმიზაცია.
  • ახალგაზრდა ხელოვანებისა და კულტურული მუშაკების მხარდაჭერა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში.

საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ ეს ქვეყნები ძალიან არიან მოწადინებულები კულტურული სექტორის განვითარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერა მთავარი რამ არის ტრანსნაციონალური ურთიერთობის დაწყებაში. 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასკვნები და აქცენტი გაკეთებული იყო სამომავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, 20 ინტეგრირებული ერთეული უნდა ყოფილიყო მიღწეული 2020 წლისთვის.

BOZAR-ის ეს ინიციატივა ევროკავშირთან ერთად განვითარდა, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნების კულტურულ ოპერატორებთან ერთად უფრო სტრუქტურული დიალოგისკენ სწრაფვას. შეხვედრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მომავალი დიალოგისკენ მოუწოდა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს ამ სექტორისთვის მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დახმარებისთვის მზადყოფნის პირობა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი