კინო

პირველად თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიმართება

თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF) პირველად გაიმართება.  ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება  დედაქალაქში  რამდენიმე ლოკაციას მოიცავს. საფესტივალო ფილმების ჩვენება კი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ გაიმართება.

სპორტული ფილმების ფესტივალის  ფარგლებში 20-ზე მეტი კინოსურათი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 8 უცხოელ რეჟისორთა ნამუშევარი.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული ფესტივალის წინამორბედი ფესტივალი, რომელსაც საზოგადოება „ნიამორის“ სახელით იცნობს, 2004 წლიდან ტარდებოდა და მასში 30-მდე  ქვეყნის წარმომადგენელს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2017 წლის თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალის პარტნიორები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.   ღონისძიება 22 ივნისიდან დაიწყება და  25 ივნისამდე გასტანს.

ავტორი: სალომე ქუშაშვილი

კომენტარები

კომენტარი