სტილი, დიზაინი

BASSIANI RECORDS x SITUATIONIST-ის ახალი კოლექციის პრე–სეილი დაიწყო

BASSIANI RECORDS x SITUATIONIST-ი ახალ მაისურებს, წარწერით “WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER”, გაყიდის. როგორც ხედავთ, კლუბი BASSIANI და SITUATIONIST–ს კიდევ ერთხელ გაერთიანდა, თუმცა ეს გაერთიანება 12 მაისის, ეგრეთ წოდებული “შავი პარასკევის”, მოვლენებს უკავშირდება.

როგორც SITUATIONIST-ის დამფუძნებელი და დიზაინერი ირაკლი რუსაძე “არტნიუსთან” საუბრისას ამბობს,  კლუბისა და მათი პირველი კოლაბორაცია, დაახლოებით, ერთი წლის წინ შედგა.

“BASSIONI და SITUATIONIST–ი ერთი იდეოლოგიის გარშემო ერთიანდება, ჩვენ ორივე ვიბრძვით სოციალური ცვლილებებისთვის ქართულ საზოგადოებაში და გვინდა ვიხილოთ ქვეყანა, სადაც ადამიანის თავისუფლება და მისი ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფოს პრეროგატივაა. ბასიანი მხოლოდ კლუბი არაა, იქ, დროთა განმავლობაში, თავი მოიყარა საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ბასიანზე ცეკვა, „ქლაბინგთან“ ერთად, პროტესტის ფორმა და ერთგვარი პოლიტიკური აქტია.” – აცხადებს დიზაინერი.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს დიზაინერი მოდის სოციალურ–პოლიტიკურ განზომილებას, მან შემდეგნაირად გვიპასუხა:

“ჩემი სოციალურ-პოლიტიკური გამოხატვის გზა მოდაა. ჩემს კოლექციებში მუდმივად წინა პლანზე ვწევ პრობლემებს, რომლებსაც დღეს ქართული საზოგადოება განიცდის. მაგალითად, ჩემს კოლექციებში გამოვეხმაურე ქალთა უფლებებს, ლგბტ თემის უფლებებს, ასევე, გეგმაში მაქვს ვისაუბრო სიტუაციაზე ქალთა კოლონიებში. ჩემი აზრით, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის იმიჯის წინა პლანზე წამოწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი კლიშეების დასანგრევად. სწორედ ამიტომ, ჩემს კოლექციებში ვერ ნახავთ ქალს, რომელიც დეკორაციულ ფუნქციას ასრულებს”.

შეგახსენებთ, რომ კლუბისა და ბრენდის ახალი კოლექციის პრე-სეილი უკვე დაიწყო. მაისურების და კეპების შეძენას მსურველები კლუბის გასახდელში შეძლებენ. WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER მაისურები წარმოდგენილი იქნება შეზღუდული რაოდენობით.

მაისური BASSIANI RECORDS – 45 GEL

მაისური BASSIANI RECORDS (We dance together, We fight together) – 55 GEL
კეპი – 35 GEL.

No automatic alt text available.Image may contain: one or more peopleImage may contain: one or more people and hat

 

 

კომენტარები

კომენტარი