არტ მენეჯმენტი

GEM FEST-ს კიდევ ერთხელ შეაქვს განაცხადი ქონების სააგენტოში ტერიტორიის იჯარით გადაცემის მოთხოვნით

მოგეხსენებათ, “GEM FEST” -ის ჩატარება 9-12 აგვისტოსაა დაანონსებული, თუმცა ლოკაცია ჯერ-ჯერობით უცნობია რადგან, “საქართველოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ” იმ ტერიტორიის იჯარით გადაცემაზე, კერძოდ, ანაკლია-განმუხურის მიმდებარედ, სადაც წინა წლებში ტარდებოდა ფესტივალი,  უარი უთხრა ორგანიზატორებს.

დღეს ერთ-ერთი მენეჯერი, ლუკა სხაჟონია გავიდა ფეისბუქის ლაივ ვიდეოში და მაყურებლის თვალწინ კიდევ ერთხელ შეიტანა განაცხადი აღნიშნული ტერიტორიის ფესტივალისთვის იჯარით გადაცემის მოთხოვნით.

მენეჯერის თქმით, ფესტივალის ჩატარება ეჭვქვეშ არ დადგება ” ქონების ეროვნული ცენტრის” უარის შემთხვევაში, რადგან მათ ერთ-ერთ კერძო მესაკუთრესთან უკვე გაფორმებული აქვთ საიჯარო ხელშეკრულება.

გარდა ამისა, ლუკა სხაჟონიამ მომხმარებლებს მიმართა თხოვნით, რომ ფეისბუქის პროფილის სურათზე დააყენონ ჩარჩო, რომელსაც მალევე გამოაქვეყნებს საკუთარ გვერდზე და გამოიყენონ კონკრეტული “ჰეშთეგები”, რომლებიც მიმართული იქნება “ქონების ეროვნული სააგენტოს” მიმართ თხოვნით, რომ განიხილონ Gem Fest-თვის ტერიტორიის გადაცემის საქმე.

მოგეხსენებათ, 3 აპრილს გიორგი სიგუამ დაანონსა Gem ფესტივალი, რომელიც 9-12 აგვისტოს ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდებოდა. იმ დღესვე, მის განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო. მათი განცხადებით, გიორგი სიგუას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა, რადგან, სინმადვილეში ტერიტორია ფესტივალისთვის არ ჰქონდათ გადაცემული.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე ელექტრონული ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან ბილეთების რეალიზაციის პროცესი და მიგვაჩნია, რომ ეს  ფაქტი გამოიწვევს ქართველი და უცხოელი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადეს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი