კინო

რუსულ კინოფესტივალ “კინოტავრზე” “მძევლებმა”ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა

რუსულ კინოფესტივალ “კინოტავრზე” “მძევლებმა”ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა. რეზო გიგინეიშვილი საუკეთესო რეჟისორად დაასახელდა, ვლად ოპელიანცი კი საუკეთესო ოპერატორად.

“კინოტავრის” 28-ე ფესტივალი სოჭში გაიმართა. გაზეთ “«Кинотавр Daily» -ისთან საუბრისას რეზო გიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ ფილმის გადაღება დიდი ხანია უნდოდა, თუმცა ამისთვის ჯერ მზად არ იყო.
“თავდისთავად მე ისეთი აღტაცებული და შეყვარებული აღარ ვარ,  როგორც 22 წლისას მოსკოვში ყოფნისას. თუმცა მე ისევ ერთგული ვარ საკუთარი პროფესიისა და სურვილის ღიად ვისაუბრო გარკვეულ საკითხებზე. მჯერა, რომ გარკვეულ თემაზე საუბრის დაწყებამდე საჭიროა გაზრდა და მისი გაცნობიერება.  ფილმის გადაღების პირველ ეტაპზე ეჭვი მქონდა სწორად მოვიქეცი თუ არა, როდესაც ასეთი მძიმე ავირჩიე”,- ამბობს რეზო გიგინეიშვილი.

რეზო გიგინეიშვილი თავისუფლებას,  იდეალიზმს, შვილებისა და მშობლების დამოკიდებულებას მუდმივად აქტუალურ თემებად თვლის, თუმცა მისი აზრით, საბჭოთა კავშირში ადამიანს საერთოდ არ გააჩნდა არჩევანის შესაძლებლობა.
“ დღეს ადამიანს აქვს არჩევანი, მაშინ ეს ასე არ იყო. ვიტყოდი, რომ ჩვენი ფილმი არის ამბავი არა დღევანდელობაზე – თუ როგორ შევცვალოთ ის, არამედ იმაზე, თუ როგორ არ დავბრუნდეთ წარსულში.  ფილმი ძლიან ბევრი შიშის დაძლევაში დამეხმარა, სამომავალო გეგმებზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი”,- განაცხადა რეზო გიგინეიშვილმა.

ფესტივალი “კინოტავრი” 1991 წლიდან ტარდება.

კომენტარები

კომენტარი