არქიტექტურა, არქეოლოგია

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა

ქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში არსებულ ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ უნიკალურ პანოს, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება, რესტავრაცია ჩაუტარდა. ეს გახლავთ 12 მეტრის სიგრძისა და 3 ნეტრის სიმაღლის 1080 ფილიანი ისტორიული პანო, რომელიც პორტუგალიური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სტილით მოჭიქულ თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული.

სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანიამ “Teixeira Duarte”-მ ჩაატარა.

პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი