სტილი, დიზაინი

50 Cent-მა Balenciaga-ს ფეხსაცმელი დაიწუნა

ბოლო დროს Balenciaga-ს სპორტული ფეხსაცმელი, Triple-S საკმაოდ პოპულარული გახდა. დემნა გვასალიას მიერ შქმნილ ფეხსაცმელს ისეთი ცნობილი ადამიანები იცვამენ, როგორებიც არიან Kanye West, Rihanna, Pharrell Williams, Jung hoseok და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, ცნობილი რეპერის, 50 Cent-ის გემოვნებაში ქართველი დიზაინერის ფეხსაცმელი არ ჯდება.

რეპერმა თავის ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან თავისი უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, ეს ფეხსაცმელი სპორტულ დაბრკოლებას ჰგავს და Balenciaga-მ უმჯობესია ისინი თავისთვის შეინახოს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფეხსაცმლის მთლიანი კოლექცია უკვე გაიყიდა, ერთი წყვილის ღირებულება კი 795 აშშ. დოლარს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 50 Cent-ი ამ სფეროში საკმაოდ გარკვეულია, რადგან მან 2003 წელს დააარსა სპორტული ტანსაცმლის ბრენდი G-Unit, რომელიც Nike-სთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი