არქიტექტურა, არქეოლოგია

საბჭოთა მოჩვენება თბილისში – კორპუსი სახელად “არაშენდა”

თანამედროვეობაში არსებულმა სტერეოტიპებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართაა, მაინც ვერ გადაწონა ის ესთეტიკური მხარე, რომელიც იმ ეპოქას ახლდა. სსრკ-ის არქიტექტურული ისტორია გარკვეულწილად უფრო კომპლექსური იყო. სტალინის ნეოკლასიციზმით გამოხატული სოციალისტური რეალიზმი გადატრიალდა და გამოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ხრუშჩოვის მოდერნიზმი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებული საბჭოთა არქიტექტურა ხშირად მოქცეულა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების, გაზეთებისა თუ ვებგვერდების ყურადღების ცენტრში. ზუსტად ასეთი შენობა აღმოჩნდა თემქაზე მდებარე “არაშენდა”, რომელსაც სტატია მიუძღვნის, რომელიც boredpanda.com-ზე გამოქვეყნდა:

საბჭოთა დროს “არაშენდა” სასტუმრო იყო, თუმცა დღეს აფხაზეთიდან დევნილ ლტოლვილთა დასახლებაა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხიდზე მეორადების მაღაზიაც კი შეგიძლიათ იპოვოთ. 1974-76 წლებში აშენებულ ციცაბო ბორცვზე მდებარე კოშკების არქიტექტორები ოთარ კალანდარიშვილი და გ. ფოცხიშვილი არიან. 

კომენტარები

კომენტარი