არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ყიფიანის ქუჩაზე ვითარებას გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ილიაელოშვილი, ზედამხედველობის საქალაქოსამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთანდა მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავითკირკიტაძესთან ერთად ყიფიანის ქუჩაზეიმყოფებოდა. ილია ელოშვილი ვითარებასადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზესამუშაოები შეჩერებულია.  თბილისისმთავრობა კი მოსახლეობისუსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მოხდა ქანების ჩამოშლა. გავესაუბრეთმოსახლეობას. ყველა ღონისძიება იქნებაგატარებული,  რათა ისინი უსაფრთხოდიყვნენ. შეჩერებულია სამუშაოები, მოხდებაგამოკვლევა  როგორც დოკუმენტაციის, ასევე, კონკრეტულად ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების და აქედან გამომდინარე მივიღებთგადაწყვეტილება, თუ რა ნაბიჯები გადავდგათსამომავლოდ“, განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ზედამხედველობისსაქალაქო სამსახურის უფროსის,  გიორგიბაგრატიონის განცხადებით, სამშენებლოკომპანიას  დამატებითი დასკვნებისწარმოდგენა დაევალა.

მშენებლობა გაჩერებულია. ჩვენ მოვითხოვთდამატებით დასკვნებს. მოხდება კიდევერთხელ გადამოწმება და  შესწავლა უკვეარსებული დოკუმენტაციისა და დამატებითიდასკვნების წარმოდგენა. როგორც ჩვენ ერთხელ უკვე დავავალეთ ერთერთ მხარესმომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევედაევალებათ მეორე და მესამე მხარესმომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთადამ ყველაფერს გავივლით,  იქნება დასკვნებიდა მას შემდეგ გვექნება პასუხი ამმშენებლობასთან დაკავშირებით რაგადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადაგიორგი ბაგრატიონმა.

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სამშენებლოკომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათთან დამატებით შეხვედრას თბილისისმერის მოადგილე  შესაბამისი სამსახურებისწარმომადგენლებთან ერთად გამართავს.

კომენტარები

კომენტარი