არტ მენეჯმენტი

კონკურსი თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეზე მონაწილეობისთვის

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი აცხადებს კონკურსს თბილისის სცენოგრაფიის მეორე ბიენალეზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2018 წლის 10-19 ოქტომბერს.

“ბიენალე წარმოადგენს სცენოგრაფიის განვითარება – პოპულარიზაციის თანმიმდევრული ღონისძიებების მრავალწლიანი ჯაჭვის ნაწილს. იგი მიმართულია სცენოგრაფიის დარგში საგანმანათლებლო სეგმენტის გაძლიერებაზე საერთაშორისო პროფესიული ქსელების აქტიური გამოყენებით.” – აცხადებენ ორგანიზატორები.

2018 წლის თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ყველა მონაწილესთვის იქნება 2019 წლის პღარის კვადრიენალესთვის საუკეთესო რეპეტიაცია. ქართველი მონაწილეებისთვის ბიენალეზე მონაწილეობა გახდება 2018 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი 2019 წლის პღარის კვადრიენალეს წინაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში.

თბილისის ბიენალე შედგება ორი ნაწილისაგან:
1.საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“, რომელშიც მონაწილეობს 8 სტუმარი ქვეყანა – კანადა, უკრაინა, ლიეტუვა, უნგრეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საბერძნეთი; საქართველო წარმოდგენილი იქნება ორი ექსპოზიციით – კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდა სცენოგრაფების გამოფენით და გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლის პავილიონით.
2. საგანმანათლებლო პროგრამა „ოსტატების ლაბორატორია“ , რომელიც მოიცავს საერთაშორისო მენტორების მასტერკლასებს, ლექციებს სცენოგრაფიაში, საკურატორო საქმეში, ვიდეო და მედია ხელოვნებაში, საუნდ დიზაინში და სხვა (მენტორების მონაცემები და მასტერკლასების, ლექციების თემები და განრიგი გამოქვეყნდება აგვისტოს თვეში ).

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

კონკურსი თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეზე მონაწილეობისთვის

კომენტარები

კომენტარი