არქიტექტურა, არქეოლოგია

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა (ვიდეო)

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი” აწარმოებს, კლდე ჩამოიშალა, – ამის შესახებ ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ ვიდეომასალა გავრცელდა.

ამ ადგილზე სასტუმრო შენდება, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრილია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოშლილმა მასამ მშენებლობა დააზიანა, თუმცა თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას მოსახლეობა რამდენიმე თვეა აპროტესტებს, თუმცა მათ გამოსვლებს დღემდე არ მოჰყოლია გამოხმაურება.

 

 

კომენტარები

კომენტარი