ბლოგი კულტურა

Forbes: საქართველო რეგიონში ყველაზე ნაყოფიერი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის

ამერიკულმა ბიზნეს ვებგვერდმა Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ მიუხედავად სომხეთისა და ბელარუსიის განუვითარებელი ეკონომიკური მოდელებისა, ისინი კარგ სამომავლო შანსებს სთავაზობენ ინვესტიციების მხრივ. ამავდროულად, როგორც ჩანს, რეგიონში საქართველო ყველაზე ნაყოფიერ ადგილად ითვლება.

სტატიაში, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრებია განხილული, Forbes-ი ამბობს, რომ ყოფილი საბჭოთა სფერო მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ძირითად, მიზეზად კი სახელდება ზოგიერთი ქვეყნის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა. საქართველო და ყაზაღეთი უცხო ქვეყნებისთვის საუკეთესო არჩევანია სამომავლო გეგმებისთვის. სომხეთი და ბელარუსიაც კარგი დასაყრდენია, ხოლო სამომავლოდ აზერბაიჯანი, უკრაინა და ტაჯიკეთი საკმაოდ გამომწვევი იქნება.

საქართველო ინვესტორების ასეთ ინტერესს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა და ინფლაციის ვარდნა იწვევს. ასევე, საქართველოს შედარებით უფრო მყარი საბანკო სერვისი და განვითარებული ტურიზმი აქვს.

კომენტარები

კომენტარი