კინო

მორგან ფრიმანი CNN-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს

როგორც გახსოვთ, ცნობილი ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმანი დიდ სკანდალში გაეხვა. მას სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში სდებდნენ ბრალს.

ვებგვერდმა “Hollywoodreporter” გაავრცელა სტატია, სადაც წერია, რომ მორგან ფრიმანი CNN-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მსახიობის ადვოკატი, რობერტ შვარცი CNN-ის ხელმძღვანელობას სკანდალის დეტალების განმარტებას და მსახიობისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. ადვოკატმა კომპანიას ამის შესახებ წერილობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი 8 ქალბატონმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში, ისინი ცდილობდნენ მორგანთან გარკვეული დისტანცია დაეჭირათ, რათა აერიდებინათ უხამსი ხუმრობები და კომპლიმენტები. მოგვიანებით, მორგანმა განაცხადა, რომ მას არავის წყენა არ უნდოდა და ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც მის გამო თავი უხერხულად იგრძნო, ასევე დასძინა, რომ ვინც მას იცნობს, ეცოდინება, რომ ის არ არის მსგავსი ტიპის ადამიანი.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსახიობი თავის შვილიშვილთან ინტიმურ კავშირშიც დაადანაშაულეს. 33 წლის იდენა ჰაინსი 2015 წელს ჭრილობებისგან გარდაიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, თავისმა მეგობარმა კაცმა, ლამარ დევენპორტმა მიაყენა.

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ გარდაცვლილმა ლამარს მოუყვა, რომ მას და მორგანს სექსუალური კავშირი ჰქონდათ.

იდენა მორგანის ნაშვილები შვილისშვილი იყო, რომელზეც ამ თემაზე ჯერ კიდევ 2009 წელს ლაპარაკობდნენ.

კომენტარები

კომენტარი