შემოქმედებითი ინდუსტრიები

„შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში ლიტერატურული თარგმანების კონკურსი გამოცხადდა

“შემოქმედებითი ევროპა” ლიტერატურული თარგმანების კონკურსს აცხადებს. პროექტის მიზანია კითხვის კულტურისა და ნათარგმნი წიგნების ხარისხის გაუმჯობესება.

კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულ  გამომცემლებს შესაძლებლობა ექნებათ  თანადაფინანსება მოიპოვონ  თარგმანისთვის, გამოცემისთვისა და ფრომოუშენისთვის სულ მცირე 3 და ყველაზე მეტი 10 ნამუშევრისთვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 19 ივლისი. 2017 წელს თანადაფინანსების მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ ევრომდეა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გამომცემლობებს, რომელთაც საქმიანობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება აქვთ. საგრანტო კონკურსის დეტალების გაცნობა შესაძლებელია  შემოქმედებითი ევროპის ვებგვერდზე.

ავტორი: ქართლოს ნადირაძე

კომენტარები

კომენტარი